LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებას ავტომობილის გამოყენებით სმარტფონზე წვდომის მიღება შეუძლია

31
ad37fd92ce7d747ab50d4e49de4ecc7c10fcb084

ამერიკის ხელისუფლებას შეუძლია, რომ ავტომობილთან დაკავშირებული სმარტფონის დახმარებით პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა მიიღოს.

როგორც გამოცემა intercept ირწმუნება, აშშ–ს სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა შვედეთისგან  456 073 დოლარად მოწყობილობა iVe შეიძინა. ეს მოწყობილობა სატრანსპორტო საშუალებებიდან ინფორმაციის მისაღებადაა განკუთვნილი. სწორედ ამიტომ, ჟურნალისტები ეჭვობენ, რომ ტექნოლოგია ხელისუფლებას არამხოლოდ ტექნიკური მონაცემების მისაღებად, არამედ სმარტფონებიდან პირადი ინფორმაციის მოსაპოვებლადაც გამოადგება. ეს ინფორმაცია მულტიმედიის სისტემაში ავტომატურად ხვდება მაშინ, როცა Apple CarPlay და Android Auto–ს ინტერფეისები ავტომობილს უკავშირდება.

გამოცემას მაგალითად მოყავს ერთი შემთხვევა, როდესაც მესაზღვრეებმა Ford Explorer–ისგან მასთან დაკავშირებული 70 სმარტფონის ინფორმაცია მიიღეს, იქნებოდა ეს დანარეკები, კონტაქტები, ტექსტური შეტყობინებები, ფლეილისტები, ასევე ზოგიერთი ცნობა Facebook–ისა და ტვიტერის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები