პოლიტიკური შეფასებები აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე-ოპოზიცია მრჩეველთა საბჭოს მიერ არხის დირექტორის – ნათია კაპანაძის გადადგომის მოთხოვნას ხელისუფლების ინტერესებს უკავშირებს. ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა ვერ აიტანა.
ოპონენტების კრიტიკა მმართველი გუნდის წევრებისთვის მიუღებელია. აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავისუფალი მედიისთვის პრობლემების შექმნა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის. ცოტნე ანანიძის თქმით, ყველა პოლიტიკოსი ამ საკითხს დელიკატურად უნდა მოეპყროს.
არხის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მრჩეველთა საბჭოს განცხადებით 10 აპრილს მიმართეს.