LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება თეთრი ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას შეამცირებს

63
ghvino_w_h

ხელისუფლება 2030 წლამდე თეთრი ღვინის რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას 40%-მდე შეამცირებს, – ამის შესახებ “ბიზნეს ფორმულას” ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ განუცხადა.

გადაცემაში მან რთველის სუბსიდირების საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტრო რამდენიმე სქემაზე მსჯელობს და მთავრობა წელს, სავარაუდოდ, მხოლოდ თეთრ ყურძენს დაასუბსიდირებს.

“რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა. საბოლოო ჯამში, რომელიმე მათგანზე შევჯერდებით და ეს, სავარაუდოდ, ჰიბრიდული სქემა იქნება. სავარაუდოდ, თეთრ ყურძენს დავასუბსიდირებთ, წითელი ყურძნის დასუბსიდირება არ განიხილება. თეთრი ყურძენი სხვადასხვა ბრენდისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტების წარმოებაში გამოიყენება. ამ კომპონენტში ომის ფონზე გარკვეული პრობლემები შეიქმნა და ფერმერებს დახმარება სჭირდებათ”,- აღნიშნა „ბიზნეს ფორმულასთან“ ლევან მეხუზლამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები