LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში“ [ვიდეო]

255
dsad

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა დრონით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს. კადრები სოფელ გუგუტიანთკარშია გადაღებული, სადაც ოკუპანტები რამდენიმე დღეა, მცირე შესვენებებით, ახალ ე.წ. საზღვრებს აგებენ. 

საოკუპაციო ხაზს მიღმა შესაძლოა კიდევ ორი სახლი მოექცეს – რა ხდება გუგუტიანთკარში

ადგილზე არიან ქართველი სამართალდამცველები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ქაცარავა წერს, რომ ატოცში, ჩორჩანაში და ხურვალეთში მცოცავი ოკუპაციის შეჩერება 24-საათიანი მორიგეობით შეძლეს, თუმცა გუგუტიანთკარში ოკუპანტებს მოქმედებაში ხელისუფლება ეხმარება.

“ჩვენ გუგუტიანთკარის მისადგომებთან ვდგავართ. ვდგავართ ასევე 24 საათიან რეჟიმში ატოცში.

ვცდილობთ შევაჩეროთ ოკუპანტი. ატოცში, ჩორჩანაში და ხურვალეთში გამოგვივიდა. აქ კი ხელისუფლება მკაფიოდ ეხმარება ოკუპანტებს გუგუტიანთკარის ოკუპაციაში,” – წერს დავით ქაცარავა.

 

რუსებს ვუთხარი, წყლის რეზერვუარები არ შემოღობოთ-მეთქი, კი ბატონოო – საკრებულოს წევრი

 

სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ ბისევს შორის კვლავ გამოჩნდენ რუსი სამხედროები და ადგილზე მავთულხლართების მონტაჟი დღეს დილიდან ისევ განაახლეს.

რკინის ბოძებს მიღმა ექცევა ორი ოჯახის, გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. აღნიშნული სახლები 2008 წლის ომის შემდეგ დამწვარი იყო და საცხოვრებლად არ გამოდგებოდა. თუმცა ოჯახები საკარმიდამო ფართს იყენებდნენ.