LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება ცდილობს ჩვენი სამართლიანი პროტესტი რეპრესირებული მეთოდებით ჩაახშოს -“ნამახვანჰესის” აქცია გუმათში გრძლდება

88
ვარლამ გოლეთიანი 3

გუშინდელი მასშტაბური საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც ქუთაისში “ნამახვანჰესის” წინააღმდეგ გაიმართა, „რიონის ხეობის მცველები“ სოფელ გუმათში დაბრუნდნენ, სადაც მათი თქმით, პროტესტს გააგრძელებენ. „რიონის ხეობის მცველების“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადებით, გუშინდელმა ღამემ, სადაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გაათენეს, ქუთაისის ცენტრში მშვიდობით ჩაიარა.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს უთხრა, სოფელ გუმათში რკინის  კედელი კვლავ აღმართულია. “რიონის ხეობის მცველები”  პოლიციას მოუწოდებენ – გზა გაათავისუფლონ იმისათვის, რომ ნამახვანში პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების საშუალება მიეცეთ. გოლეთიანის განცხადებით, ეს  „რიონის ხეობის მცველების“ დღევანდელი მოთხოვნა იქნება.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, იმისათვის, რომ დიალოგის სივრცე შეიქმნას აუცილებელია აიღონ რკინის კედელი, ხოლო აქციის მონაწილეები ნამახვანში, კარვებში დაბრუნდნენ. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა თქვა, მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტი და ამასთან, ხელისუფლებისგან გადაწყვეტილების მიმღები პირის დანიშნვნა, რომელიც “ხეობის მცველებთან უნდა” უნდა მივიდეს, შევიდეს შინაარსობრივ დიალოგში, ხოლო ეს პროცესი, გოლეთიანის აზრით, საჯარო უნდა იყოს, რათა საზოგადოებამ მას თვალი ადევნოს.

„თუ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცემა, უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ თავიანთ ქალაქებში მოხდეს პიკეტირება, ანუ გადაკეტავენ გზებს, მაგისტრალებს და ა.შ. როგორც ვხედავთ, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ, ხელისუფლება რეპრესირებული მეთოდებით ცდილობს ჩაახშოს ჩვენი სამართლიანი პროტესტი,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ცალსახად ეს გზა აქვთ არჩეული და გოლეთიანი არ გამორიცხავს, რომ  თუნდაც დაკავება დღესაც მოხდეს.

“აქვე მსურს აღვნიშნო ისიც, რომ საპატრიარქომ გააკეთა მკაფიო განცხადება დიალოგის ფორმატში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი.

 ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის ნათია თურნავა, ჩვენ მის გადადგომას ვითხოვთ ყველა შემთხვევაში, რადგან მასთან დიალოგის სივრცე არ არსებობს.

ჩვენ ამ ნაწილში მოვიაზრებთ პრემიერს, ან თუკი პრემიერი ამ მიმართულებით დანიშნავს სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც საკითხს სიღრმისეულად გაეცნობა, მაგრამ  არა ისე, როგორც მერაბ ლომიძე გაეცნო და რომელსაც ხელშეკრულებაც არ ჰქონდა წაკითხული. სპეციალურ წარმომადგენელი გაეცნობა საკითხს და მას ექნება მანდატი იმისა, რომ  ამავდროულად გადაწყვეტილება მიიღოს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გასული ღამე ქუთაისის ცენტრში გაათენეს