LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელისუფლება აზერბაიჯანთან კორუფციულ გარიგებაშია და არაფერს აკეთებს”

112
kirioni

სასულიერო პირები დავით გარეჯის მონასტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებში ხელისუფლებას ადანაშაულებენ. დავით გარეჯის არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ მთავრობა უპრინციპოა და ვერ იცავს იმ ვალდებულებას, რაც ქვეყნის წინაშე აქვს.  „მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს. 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ,“ – ამის შესახებ არქიმანდრიტმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

„ისევ გააგრძელეს მუშაობა, ისევ თხრიან და ანგრევენ მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კლდის ქანებს. ყველანაირი მოლაპარაკება ფალსიფიკაცია გამოდგა. გუშინ სახელმწიფოების პირველი პირები ელაპარაკნენ ერთმანეთს და აზერბაიჯანის მხრიდან დაპირება იყო, რომ სამუშაოები გაჩერდებოდა, მაგრამ დღეს ისევ ისე აქტიურად გაგრძელდა. მდგომარეობა ისეთია, რომ ხელისუფლება აბსოლუტურად პასიური და უპრინციპოა. ხელისუფლება არ არის თავის სიმაღლეზე, რომ საკუთარი ვალდებულება, რაც ქვეყნის და ერის წინაშე გააჩნია, ის განახორციელოს, ამიტომ ხალხმა უნდა დავიწყოთ. მე ვფიქრობ, 26 მაისი გარეჯშია და არა თავისუფლების მოედანზე, სცენას რომ აწყობენ საცეკვაოდ. უნდა გაგვართონ პატარა ბავშვებივით, ვითომ ყველაფერი რიგზეა. მე ვფიქრობ, ხელისუფლება რაღაც კორუფციულ გარიგებებშია აზერბაიჯანთან და არაფერს არ აკეთებს, არანაირ კოზირს არ იყენებს. როგორ შეიძლება, 6 კოზირი გქონდეს და 2 კოზირით გამარცხებდნენ?!“ – აცხადებს არქიმანდრიტმა კირიონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები