LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელის მოწერა შაორზე – ტბაზე ორიგინალური სივრცის მოწყობის იდეა არსებობს

151
rr

შესაძლოა, შაორის ტბაზე ორიგინალური სივრცე მოწყოს, სადაც მსურველები ხელის მოწერას შეძლებენ. იდეის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„არის ასეთი იდეა… მოეწყოს ახალი და ძალიან ორიგინალური სივრცე შაორის ტბაზე, თქვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის (ხელის მოწერა შაორზე). ეს იქნება სივრცე ყველასთვის, ვისაც სურს, რაჭაში, ნიკორწმინდის ტაძარში ჯვრისწერიდან, უახლოეს მანძილზე, ულამაზესი შაორის ფონზე მოიწყოს შთამბეჭდავი ხელის მოწერის ცერემონიალი, სრულიად უფასოდ“, – წერია მცირე ინფორმაციაში, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე ქვეყნდება.

იდეის ავტორი პოლიტიკოსი გოჩა ენუქიძეა. მის ამ იდეას სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები