LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელი მოაწერეთ ვინც ეთანხმებით, რომ გარეჯი-საქართველოა! – პეტიცია

247
ixSBntCWdNtOTOf-800x450-noPad

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს წარმომადგენელი დავით ქაცარავა სოც. ქსელ “ფეისბუქში” პეტიციას ავრცელებს.

გთხოვთ წაიკითხოთ ეს პეტიცია და ხელი მოაწეროთ ვინც ეთანხმებით რომ გარეჯი-საქართველოა!” – წერს ქაცარავა.

პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“პ ე ტ ი ც ი ა

საქართველოს მოქალაქეები მივმართავთ პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს და საქართველოს მთავრობას.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავითგარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაცია-დემარკაცია ათწლეულების განმავლობაში მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა. თუმცა კეთილმეზობლური თუ გეოპოლიტიკური გარემოებების გამო, უდაბნოს მონასტერი აღდგომის ტაძრითა და ჩიჩხიტურის მონასტერი კოშკითურთ საქართველოს მხრიდან ხელმისაწვდომი იყო. დღესდღეობით, საქართველოს ხელისუფლების არაეფექტური ქმედებების შედეგად, ეს შესაძლებლობა დაკარგულია.
სამოქალაქო აქტივისტების კითხვაზე, თუ როდის გაიხსნება გზა დავით-გარეჯის მონასტრის შემადგენელ ნაწილებამდე, გვაქვს ერთადერთი პასუხი – დაელოდეთ მოლაპარაკების დასრულებას. გამოცდილება კი ცხადყოფს, რომ ეს მოლაპარაკება, რომელიც უკვე 23 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, შეიძლება კიდევ მრავალი წელი გაგრძლედეს, ხოლო ჩვენ არ შეგვწევს არც ძალა და არც ძალაუფლება, რათა ხელი შევუწყოთ დელიმიტაციის პროცესს, ან რაიმე ფორმით ჩავერიოთ მასში. ამის გათვალისწინებით, კატეგორიულად მოვითხოვთ შემდეგს:

მანამ, სანამ დავით-გარეჯის საზღვრის დელიმიტაციის მოლაპარაკებები არ დასრულდება, მთავრობამ უზრუნველყოს არსებული სტატუს-კვოს შენარჩუნება, კერძოდ საქართველოს მხრიდან შეუფერხებელი წვდომა უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებზე. აზერბაიჯანთან მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ამ სტატუს-კვოს ნებისმიერი ლეგიტიმური ფორმით შენარჩუნება საბოლოო ოფიციალურ ხელშეკრულებაში.

მოვითხოვთ ზემორე საკითხის დროულ მოგვარებას, რათა არ მოხდეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების შემდგომი დაძაბვა, რაც მხოლოდ რუსეთს შეიძლება აძლევდეს ხელს. სამხრეთ კავკასიაში სიმშვიდე და კეთილმეზობლობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფაქტორია.” – წერია დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ პეტიციაში.

პეტიციაზე ხელის მოწერის მსურველები შეგიძლიათ გადახვიდეთ ლინკზე.