მსოფლიოს ქალთა ჩემპიონატის ფინალში აშშ-მა ჰოლანდია დაამარცხა 2:0. დაჯილდოებისას გულშემატკივრებმა აქტიურად დაიწყეს სკანდირება „თანაბარი ანაზღაურება“, რითაც ქალთა და მამაკაცთა ფეხბურთში ხელფასების არსებით სხვაობაზე მიანიშნეს.
Infantino on the stage. Whole stadium chants “EQUAL PAY” #FIFAWWC pic.twitter.com/WIn9OCMdbU
— Lou (@loutalksfutbol) July 7, 2019
უეფამ უარყო არგენტინის ნაკრების მიწვევა ერთა ლიგაზე.
იბრაჰიმოვიჩმა საკუთარი დრიმ-თიმი დაასახელა. მასში 11… ზლატანია.
„ატლეტიკომ“ ჟოაო ფელიში წარადგინა.
„ბარსელონამ“ საგარეო ფორმა წარადგინა… 1979 წლის დიზაინით.
„რეალი“ ლუკა ზიდანს იჯარით გაუშვებს, მეორე მეკარე ლუნინი იქნება.
„შანხაი შენხუამ“ ელ შაარავის გადასვლაზე გამოაცხადა. ფეხბურთელი ჩინეთში 26 წლის ასაკში წავიდა.
ცნობილი გახდა კონკაკაფის თასის ლაურეატები. ფინალში მექსიკამ აშშ დაამარცხა 1:0.
საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მექსიკელი რაულ ხიმენესი (5 გოლი). საუკეთესო ახალგაზრდად დააასახელეს 20 წლის ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი. საუკეთესო მეკარედ მექსიკელი გილერმე ოჩოა აღიარეს.
რაიოლა დე ლიგტის „იუვეში“ გადასვლაზე: „ფეხბურთელთან ყველაფერი შეთანხმებულია. ახლა სვლა „აიაქსზეა“.