LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელფასების ზრდა ყოველთვის წაახალისებს ინფლაციას, მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია რომ არის, იმიტომ იზრდება ხელფასები” – სოსო ბერიკაშვილი

139
სოსო ბერიკაშვილი

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ ხელფასების მატება ინფლაციას ახალისებს, თუმცა ხელფასები სწორედ ინფლაციის გამო იზრდება.

“საჯარო სექტორში ხელფასები გაიზარდა ნამდვილად და კიდევ გაიზრდება. რასაკვირველია, ხელფასების ზრდა ყოველთვის წაახალისებს ინფლაციას, მაგრამ მეორე მხრივ, ინფლაცია რომ არის, იმიტომ იზრდება ხელფასები. ადამიანები ვეღარ ყიდულობენ იმას იმავე ხელფასით, რასაც ყიდულობდნენ, ამიტომ სახელმწიფო იქნება თუ კერძო სექტორი, სხვა გზა არ აქვთ და ზრდიან ანაზღაურებას. მთავარია, ხელფასები იმაზე მეტად არ გაიზარდოს, ვიდრე უნდა გაიზარდოს, ეკონომიკიდან გამომდინარე”, – აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა “ფორტუნასთან”.

"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა".

მისივე თქმით, საზოგადოების უკმაყოფილებას ის იწვევს, რომ ანაზღაურების ზრდა მხოლოდ მაღალშემოსავლიან სექტორს ეხება და არა იმ ადამიანებს, რომლებსაც დაბალი ხელფასი აქვთ.

“ხელფასები ზრდა არ ეხება ბევრ ადამიანს, ეხება კონკრეტულ სექტორებს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალანაზღაურებადი ადამიანების ხელფასები იზრდება უფრო სწრაფად და ისინი ცოტა არიან, დაბალანაზღაურებადი ადამიანები არიან მეტი. ანუ უფრო მეტი ადამიანია, ვისაც ეს არ ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ყველასთვის ერთნაირად არ იზრდება”, – აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

“რადგან გაურკვევლობა ისევ დიდია და ინფლაციაზე მოლოდინები ისევ არსებობს, ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს” – სოსო ბერიკაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები