LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელფასების 100%-ით ზრდა, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია“ – თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ტექნიკური პერსონალის ნაწილის გაფიცვას ეხმაურება 

169
ოპერა მზა

„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების (სცენის მემანქანეებისგამნათებლებისრეკვიზიტორის) მოთხოვნას წარმოადგენს არსებული ხელფასების 100%-ით ზრდა, რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეუძლებელია.“

„ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია, დასაქმებულები ხელფასის მატებას ითხოვენ“ – კულტურის პროფკავშირის ცნობით, ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ

აღვნიშნავთ, რომ ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული პროცესი დასრულებულია და ის ჩვენი თეატრის მიერ დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე დასაქმებულები თეატრს მომართავდნენ ხელფასების მატების მოთხოვნით. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ სცენის სამსახურის თანამშრომლები.

კერძოდ, 2023 წლის 02 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ჩვენი თეატრისათვის შეითანხმა სახელფასო ბიუჯეტის ზრდა 701 000 ლარის ოდენობით, რაც მომავალი წლის იანვრიდან შევა ძალაში. ამის შესახებ ოფიციალურადაც გვეცნობა სამინისტროს 18 ოქტომბრის წერილით. შესაბამისად, 2024 წლის 1 იანვრიდან, თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება გაეზრდებათ 35-40%-ით.

სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა, დღეიდან – 2023 წლის 03 ნოემბრიდან, მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის ერთი ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით

თბილისის ოპერისა და…

Posted by Tbilisi Opera and Ballet State Theatre on პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023

 

თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია განცხადებაში.