LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით!“ – ბესელიასა და ებანოიძის შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

46

“ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით!“ – ასე მიმართა ეკა ბესელიამ ნოდარ ებანოიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან.

“ბატონო ნოდარ, ხელებს ნუ იშვერთ და ნუ ყვირით, დღეს რაღაც მეტისმეტად გაცხარებული ბრძანდებით, ამ რეფორმას ახლა პირველად არ ისმენთ, კანონპროექტის არსს დაუბრუნდით და იმედია, პოლიტიკურ ნოტაზე არ ხართ გადასული. დაიწყნარეთ ნერვები და ხელები სათანადო მიმართულებით მიმართეთ”, – მიმართა ებანოიძეს ბესელიამ.

პარლამენტი დღეს ბაღების რეფორმასთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, ინიციატივას დეპუტატებს ეკა ბესელია აცნობს. ნოდარ ებანოიძემ შენიშვნები გამოთქვა პროექტის იმ ნაწილთან, რომელიც ბაღებში ასაკობრივ ჯგუფების შექმნას – ჯგუფების ერთი და იმავე ასაკის ბავშვებით დაკომპლექტებას ეხება. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით UNICEF-ის კვლევებით და დოკუმენტით “აღფრთოვანებული არ დარჩა”.

“თქვენი ლოგიკა ჰგავს იმას, თუ რატომ არის მესამე კლასის ბავშვი მესამე კლასელებთან და რატომ არ არის მეთუხე კლასელებთან. ზუსტად ამას ამბობთ – მე რა თქმა უნდა, ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ამაზე ფსიქოლოგები მუშაობენ და რასაც ლაპარაკობთ, რომ არ ვარგა, ეს ორჯერ ორი ოთხია. თუ იმის მტკიცებას ვიწყებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი და მათი კვლევები არ ვარგა, ნება მიბოძეთ, არ დავეთანხმო მაგ გაუგებარ ლოგიკას. რასაც ლაპარაკობთ ეს ჩემთვის არის გაუგებარი ლოგიკა”, – მიმართა ბესელიამ ებანოიძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები