LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელბურთელებმა ბოლოს ფრედ ითამაშეს

24

საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი დაასრულა. ქართველებმა ბოლო მატჩი ფრედ, 25:25 ითამაშეს ესტონელებთან.

ეს თამაში ჯგუფში მესამე ადგილისთვის იყო. ესტონეთმა ჯგუფში 2 მატჩი ითამაშა ფრედ და მესამე ადგილზეც ის გავიდა.

შეგახსენებთ, ჩვენებმა ისრაელთან 19:27 დათმეს, პორტუგალიასთან – 22:37.

ჯგუფის გამარჯვებულის და პლეიოფში გასული გუნდის ვინაობა გამოვლინდა ისრაელ-პორტუგალიის მატჩში. პორტუგალიამ მასპინძლები 36:21 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები