LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: „ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში.. მე და ბადრის გაკეთებული გვაქვს ეს წინა ცხოვრებაში”

127
მამუკა ხაზარაძე

ჩვენ ვემსახურებით ჩვენი მოქალაქეების ინტერესს, ამიტომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია, აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი ამ ქვეყანაში და ძალიან სწრაფად დავამთავროთ ისეთი პროექტები, როგორიც არის ანაკლია, ანაკლიის ქალაქის მშენებლობა, შევქმნათ ქვეყნის მასშტაბით აიტი ცენტრები, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მას აქვს გამოცდილება, როგორ შექმნას ქვეყანაში სამუშაო ადგილები.

„შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, შევქმნათ ბევრი სამუშაო ადგილი და პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია სამშობლოს დაუბრუნდეს“ – მამუკა ხაზარაძე

„ჩვენ ევროსტანდარტების შესაბამისად შეგვიძლია, განვახორციელოთ მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი პროექტები, როგორიც არის ქუთაისის ლოჯისტიკური ცენტრი, თელავის, აჭარის და უამრავი სხვა რამ. მე და ბადრის გაკეთებული გვაქვს ეს წინა ცხოვრებაში, თუ შეიძლება ასე ითქვას.

ჩვენ ათი ათასობით სამუშაო ადგილი გვაქვს შექმნილი და ასეულობით კომპანია, როცა ვიყავით კერძო ბიზნესში. ჩვენ ვიცით, როგორ აღმოვფხვრათ 200 ათასი სამუშაო ადგილის დეფიციტი საქართველოში, რომელიც ეკუთვნის ამ ქვეყანას“, – განაცხადა ხაზარაძემ.

კალაძე ხაზარაძეზე: ჩვეულებრივი „ლუზერი“ და რადიკალია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები