LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს

825
BeFunky-collage (3)

ყველას გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ, ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ შესაძლებლობის ფარგლებში მათ მხარდასაჭერად,- ამის შესასებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღეს, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მზადყოფნას გამოვთქვამ, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ვუმასპინძლოთ 100 უკრაინელ ბავშვს. ეს იქნება “ლელოს” მოკრძალებული წვლილი ჩვენი უკრაინელი ძმების მხარდასაჭერად”,- დაწერა ხაზარაძემ Facebook-ზე.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის დროით 12 საათზე უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომა შედგება. როგორც უკრაინული მხარე იუწყება, გუშინ საღამოს მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 47-ჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაშავდა.

თუ დღეს გავჩუმდებით, ხვალ გავქრებით – ზელენსკიმ რეზერვისტები გამოიძახა

ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

დაარტყით რუსეთის ეკონომიკას ახლავე – კულება აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები