LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაზარაძე: “ბორჯომი” სახელმწიფომ უნდა გამოისყიდოს და მოქალაქეებზე გაასხვისოს

112
Untitled design

კომპანია “IDS ბორჯომის” მიერ დროებით წარმოების შეჩერებას პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმიანება და აცხადებს რომ “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს.

ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდა – „კომპანია დღემდე სიტუაციის გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას“

“ბორჯომმა წარმოება შეაჩერა. საფრთხის წინაშეა ბორჯომის ბრენდი, მისი მომავალი, ექსპორტი, ათასობით სამუშაო ადგილი, შემოსავლები ბიუჯეტში.

მიზეზი – კომპანიის სტრუქტურაში დასანქცირებული რუსული “ალფა ჯგუფის” აქციონერობაა.

“ალფა ჯგუფს” კომპანია “ბორჯომის” საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა და ტვ “იმედის” დღევანდელმა მმართველმა მიყიდა 2013 წელს.

გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან:

სახელმწიფომ უნდა გამოისყოდოს “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” კომპანიის აქციები, შემდგომში კი თბილისის საფონდო ბირჟის საშუალებით გაასხვისოს საქართველოს მოქალაქეებზე.

მხოლოდ ასეთი ნაბიჯებით არის შესაძლებელი შექმნილი კრიზისის გადალახვა და ამავე დროს, კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში დიდი სტიმულის შემოტანა”, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, როგორც “IDS ბორჯომი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია იძულებულია, მიმდინარე წლის 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები