„ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ განაცხადა. აღნიშნულით კოლომინა გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ ნატო-მ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს.
„რუსეთს სურს უკარნახოს ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან უკრაინა და საქართველო, რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. როგორც ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში განაცხადეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ერთგული ვართ,“- წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“.
#Russia wants to dictate the choices countries like #Ukraine and #Georgia get to make with regard to their own future. As #NATO Foreign ministers expressed recently in Riga, we are committed to the decisions adopted in the 2008 Bucharest summit. pic.twitter.com/Lca7qoPJbO
— Javier Colomina (@JavierColominaP) December 12, 2021