LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხავიერ კოლომინა: ავიამიმოსვლის განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს „მესიჯი“ თქვენს ხელისუფლებას გადავეცი

121
ხავიერ კოლომინა

„ავიამიმოსვლის განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია, ეს „მესიჯი“ თქვენს ხელისუფლებას გადავეცი“, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის [NATO] გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომლის თანახმად, პარტნიორებს ესმით, რომ აღნიშნული მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭერდეს მხარს, რადგან უკრაინის მხარდაჭერა პრიორიტეტია და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტნიორისთვისაც.

„სრულიად ერთგული ვართ „ღია კარის“ პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. შესაბამისად, სრულიად ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან, და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს „უცხოური აგენტების“ კანონი იყო…

ავიამიმოსვლის განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე შეშფოთების საგანია ჩვენთვის. ეს „მესიჯი“ თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოჰფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას.

ასე რომ, ძალიან მკაფიონი უნდა ვიყოთ, ყველანი უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ და ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, და რეაქციები, რომლებსაც ვკითხულობდით, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის, და ეს შეშფოთება თქვენ ხელისუფლებას გადავეცით…

ჩვენი პოზიცია შეშფოთების პოზიციაა. მოსკოვისგან ასეთი გადაწყვეტილება არ მოგვწონს, მაგრამ ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. შეშფოთება უფრო რეაქციებს ეხება, რომლებიც თქვენი პარლამენტის ზოგიერთი წევრისგან, მთავრობის წევრისგან ვნახეთ, ვინაიდან, კრიტიკული მომენტია, რომ უკრაინის მხარდაჭერა გავაგრძელოთ, რაც პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის და პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა ჩვენი პარტნიორისთვისაც. მაგრამ ასევე იმიტომ, რომ გარკვეულ სივრცეს ქმნის რუსეთის მიერ სანქციებისთვის პოტენციალურად გვერდის ავლისთვის. თქვენ ხელისუფლებას ველაპარაკებოდით იმ სამუშაოზე, რომელსაც აკეთებენ სანქციების გვერდის ავლის არდასაშვებად, კარგ სამუშაოს აკეთებენ ბევრ ასპექტში, მაგრამ რეაქციები, რომლებიც ვნახეთ, როგორც მინიმუმ ჩრდილს აყენებს იმ პოტენციალს, რომ რუსეთი რაღაც სივრცეს იპოვის აქ, რათა სანქციებს გვერდი აუაროს.

საკმაოდ მკაფიონი ვიყავით, რომ ეს არ უნდა მოხდეს და თქვენ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა ეს არ დაუშვას“, – განაცხადა კოლომინამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები