პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი მაიამიში იმყოფებიან. სწორედ იქ მიმდინარეობს სერიალ „ამერიკული დანაშაულებების ისტორიის“ გადაღებები, სადაც კრუსი დონატელა ვერსაჩეს როლს ასრულებს.
გადაღებების შუალედში კი წყვილი ერთად ისვენებს. პაპარაცებმა ისინი ჯერ ოკეანის სანაპიროზე, შემდეგ კი სასტუმროს ნომრის აივანზე დააფიქსირეს.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2007 წლიდან ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში, ბარდემმა აღიარა, რომ დიდხანს ფიქრობდა, დაეწყო თუ არა პენელოპასთან ურთიერთობა, რადგან ის ზედმეტად ტემპერამენტიანი ეგონა. დღეს კი ფიქრობს, რომ მთავარი, რაც საკუთარ მეუღლეში მოსწონს, სწორედ სილამაზე და სექსუალურობაა. ფოტოები