LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ზახაშვილი: “არ აქვს რეალურად მნიშვნელობა, ადამიანი, რომელიც ინფიცირდება, ეს არის “ომიკრონი”, თუ covid19-ის რომელიმე სხვა ვარიანტი, ის ამ შემთხვევაში არის ავად”

363
tgwegewgewgwe

ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

“ომიკრონის” გამოწვევების პასუხად, ჯანდაცვის სისტემა სრულ მობილიზაციას აცხადებს – უახლოეს დღეებში უნდა გაიზარდოს საწოლფონდი, დამატებით ამუშავდება ონლაინ კლინიკებიც.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ვაქცინირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება.

ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება – თამარ გაბუნიას განმარტება

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.  

„იზოლაციას ექვემდებარება ნებისმიერი ინფიცირებული პირი და მათი იზოლაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე.

თუ უსიმპტომოა ან მსუბუქი სიმპტომებით, მაშინ იზოლაციის ვადა განისაზღვრება 8 დღით, ხოლო თუ არიან შედარებით მკევთრად გამოხატული სიმპტომებით, რასაც მხოლოდ კლინიცისტი საზღვრავს, მინიმუმ 10 დღე არის მათი იზოლაციის ვადა.

რაც შეეხება ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს, ამ მხრივ განსხვავებული მიდგომაა.

ის ადამიანები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები, მათი ვალდებულება გახდება, რომ შემდგომი პერიოდის განმავლობაში, ინტენსიურად გამოიყენონ ნიღაბი, მაგრამ ისინი არ დაექვემდებარებიან, სპეციალურ საკარანტინო ღონისძიებებს, თუმცა ოჯახის წევრებთანაც მკაცრი რეკომენდაციაა, რომ გამოიყენონ პირბადე, იყვნენ ძალიან ფრთხილად.

არავაქცინირებული პირებისთვის კარანტინის ვადა-იყვნენ განცალკევებით სხვა ადამიანებისაგან შეთავაზებულია რომ იყოს 8 დღე და 9-12 დღის მანძილზე მოხდეს ინტენსიურად ნიღბის გამოყენება.

საფრთხე, რაზეც ბოლო პერიოდია განსაკუთრებით საუბრობენ ეპიდემიოლოგები, არის “ომიკრონის” შტამი, რომელიც უკვე აქტიურად ცირკულირებს ქვეყანაში, შემთხვევების მატების ფონზე, რამდენად გაუძლებს ჰოსპიტალური სექტორი ამ დატვირთვას, რამდენად არის იმის საშიშროება, რომ ვირუსის სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, სამედიცინო კოლაფსი მივიღოთ, როგორია თქვენი მოლოდინი?

ძალიან დიდი მოსამზადებელი სამუშაო მიმდინარეობს ახლაც იმისთვის, რომ გაუძლოს სამედიცინო სექტორმა „ომიკრონის“ მორიგ დაწოლას. ეს ეხება ერთი მხრივ, როგორც ამბულატორიულ სერვისებს, ასევე ჰოსპიტალურს. ჯერჯერობით, პროგნოზული გათვლებით, ეს იქნება ძალიან მძიმე სამუშაო, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას შეუძლია განავითაროს ის სიმძლავრეები, რომ ადამიანები სამედიცინო მომსახურების გარეშე არ დარჩნენ.

კულუმბეგოვი: ყველა უნდა შეეცადოს დაიჭიროს თადარიგი - დადექით ოჯახის ექიმებთან აღრიცხვაზე, მოიპოვეთ მათი საკონტაქტოები, დაუკავშირდით ონლაინ -კლინიკას

როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, გადატანილი ინფექციის მქონე აუცრელ ადამიანებს 5-ჯერ აქვთ გაზრდილი რისკი, რომ ისევ დაავადდნენ, რისკის ქვეშ არიან ორჯერადად აცრილებიც, ყველაზე დაცულები კი „ბუსტერ“ დოზით აცრილები იქნებიან.

დღეს თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “ომიკრონის” გავრცელების ფონზე, იმატებს იმის შანსი, რომ ახალგაზრდებში, მათ შორის, მოსწავლეებშიც მოხდეს შემთხვევების სწრაფი გავრცელება.

თუმცა ის ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში სკოლა არის ის გარემო, რომელსაც ყველაზე გვიან უნდა შეეხოს შეზღუდვები.

როგორია თქვენი რეკომენდაცია, როგორ შეიძლება მოხდეს, “ომიკრონის” და ზოგადად ვირუსის შეკავება სასწავლო დაწესებულებებში?

ამ მხრივ ჩემი რჩევა და რეკომენდაციაა, რომ მშობლები იყვნენ ძალიან ყურადღებით, თუ მათ შვილს, რომელიც მიდის სასწავლო ან სააღმზრდელო დაწესებულებაში, თუნდაც უმნიშვნელო რესპირაციული მოვლენები, რომელსაც მანამდე არ თვლიდა იმდენად სერიოზულად, რათა ამის გამო არ გაეშვა ბავშვი სკოლასა ან ბაღში-სურდო, გახშირებული ცემინება, ყელის ტკივილი, რომელიც შეიძლება ძალიან სერიოზულია არც კი იყოს ამ დროს, თავი შეიკავოს ამ შემთხვევებში სკოლაში ან ბაღში წაყვანისგან, რითაც დაიცავთ ბავშვის თანატოლებსა და პედაგოგებს დაავადებისგან.

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონზე“ სამკურნალოდ 4 ეფექტიანი მედიკამენტი არსებობს, აქედან ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთი გვაქვს

აუცილებლად მინდა გკითხოთ, ტესტებთან დაკავშირებითაც, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტესტებს „ომიკრონ“ შტამის გამოვლენა უჭირს, როგორია თქვენი რეკომენდაცია, სწრაფი ტესტი ჩაიტარონ მოქალაქეებმა სიმპტომების შემთხვევაში, თუ PCR-ტესტი, როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება იმისა, თუ რომელი შტამით არის დაინფიცირებული?

“უნდა ჩაიტაროს, რა თქმა უნდა, სწრაფი ტესტი, არ აქვს რეალურად მნიშვნელობა ადამიანისთვის, რომელიც ინფიცირდება და ავად ხდება, ეს არის ომიკრონი, თუ კოვიდ 19-ის რომელიმე სხვა ვარიანტი.

ის ამ შემთხვევაში არის ავად. ეს არ არის განსხვავებული მიდგომა, დღეს მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნები, მაგალითად ბრიტანეთი შემთხვევათა 80%-ს ავლენს სწორედ სწრაფი ტესტებით და ქვეყანაში სწრაფი ტესტებით ტესტირება საკმაოდ ინტენსიურია, კარგად ავლენს შემთხვევებს.

ოღონდ აქ არის ლაპარაკი კლინიკურად გამოხატულ შემთხვევებზე.

უმჯობესია ტესტირება თუ ადამიანის მდგომარეობა არ არის მძიმე, არ არის ძალიან მაღალი რისკის ქვეშ, კლინიკური სიმპტომის გამოვლენისთანავე კი არ უნდა გაიქცეს ტესტის გასაკეთებლად, სიმპტომიდან მეორე, მესამე დღეს ბევრად უფრო ეფექტური არის სწრაფი ტესტებით ტესტირება,“-აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა რადიო „ფორტუნას“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები