LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა ლაგაზიძე სახელმწიფო დაცვას ითხოვს

158

პაატა ბურჭულაძემ გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით, ადამიანებით და იმ იდეებით, რის გამოც ჩვენ ერთად ვაშენებდით პარტიას და მანამდე ფონდს, – “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ამის შესახებ მოძრაობა ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” უკვე ყოფილმა წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ პარტიის დატოვების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძემ ”გირჩთან” შეერთების გადაწყვეტილება მიიღო არა იმიტომ, რომ გადაერჩინა პარტია, როგორც ამას ამტკიცებდა, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

”ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სია, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანია წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი ”ნაციონალებისგან” და კრიმინალების მიერ განხორციელებული ზეწოლით…

მე როცა მივედი პაატა ბურჭულაძესთან, მივიღე გარანტია, რომ ეს არ იყო ”ნაციონალური” ფული, არც რუსული და არც კრიმინალური ფული, მაგრამ პაატა ბურჭულაძის სიტყვები, ისევე როგორც გარანტიები, რომ ცარიელი წყალი გამოჩნდა, ამას ადასტურებს მისი დამოკიდებულება პარტიის მიმართ, რომელიც უმარტივესაც გაყიდა“, – აღნიშნა ლაგაზიძემ „იმედთან“ საუბარში.

ამასთან, ლაგაზიძის თქმით, „მათი მხრიდან“ ემუქრება სერიოზული საფრთხე, რის გამოც სახელმწიფოს მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

„მე და ჩემი ოჯახის წევრებს მათი მხრიდან გვემუქრება სერიოზული საფრთხე, ამიტომ მივმართავ სამართალდამცველებს, რომ უზრუნველყონ მინიმუმ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება”, – განაცხადა ლაგაზიძემ.

ხათუნა ლაგაზიძე მერაბ მეტრეველის შემდეგ მეორეა, რომელმაც ყოფილ „ნაციონალებთან“ გაერთიანების მიზეზით ბურჭულაძის პარტია დატოვა.