ხათუნა ხოფერია იუბილარია.
ყოფილი პარლამენტარი 61 წლის გახდა.
ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და უამრავ მილოცვას იღებს.
„აი, ასეთი ვარ ჩემი სიცოცხლის მე-16 წლის (ოღონდ, პირიქით) ცისმარე დილას!
მადლობა, ჩემო კარგებო, მოლოცვებისთვის, სიყვარულისთვის, ერთად ყოფნისთვის!
ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!!!“ – წერს ხათუნა ხოფერია და ფოტოებს ავრცელებს.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ხათუნა ხოფერიამ საზოგადოებას აცნობა, რომ თავიდან სიმსივნე ამოიკვეთა.