LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავას სასიყვარულო წერილი მეუღლეს – „შენ რომ არ ყოფილიყავი…“

651

ხატია სიჭინავა ხშირად აქვეყნებს სასიყვარულო წერილებს მეუღლისადმი, რამაზ ნოზაძისა და ხატიას სიყვარული რამდენიმე წელია გრძელდება, წყვილს სამი ქალიშვილი ჰყავს და კიდევ აპირებენ შვილის ყოლას. ხატია არ ერიდება საჯაროდ გამოხატოს ის ბედნიერება, რომელიც რამაზ ნოზაძის ცოლობამ მიანიჭა.

„რომ არ ყოფილიყავი შენ… ვიქნებოდი ალბათ ისევ იმავე მსოფლმხედველობის, სხვა ღირებულებებით, სხვა სიხარულით, მოჩვენებითი სიყვარულით, ქერა ან უფრო ქერა, მხიარული ან უბრალოდ, მოჩვენებით მხიარული. ისევ არავინ ამოიცნობდა ჩემში ღრმად დამალულ პიროვნებას, რომელსაც წარმატებული პიროვნება დაჩრდილავდა იმ დროისთვის.

ვიქნებოდი წარმატებული ჩემს საქმეში, რომელიც მეგონა, რომ ბედნიერებას მანიჭებდა. მეყოლებოდა უამრავი თაყვანისმცემელი არაფრისმთქმელი სიტყვებით და გამოგონილი „ობრაზებით“, გაგრძელდებოდა ცეკვები დილამდე, სიმღერა, გართპბა მეგობრებთან ერთად დაღლამდე, იქნებოდა უთავბოლო ბოდიალი ჩემი თავის ძიებაში, იქნებოდა კედელზე მიხატული გულები უსათაუროდ, იქნებოდა ბევრი უპასუხო კითხვა საკუთარ თავთან. უძილო ღამეები და პირდაპირ შუადღე. უამრავ ხალხში მარტოობა… ბევრი ნიუანსი, რაც ალბათ დღემდე იქნებოდა, რომ არა 2009 წელი… რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ქარიშხალი შემოიტანა, არია მთელი ჩემი „სამყარო“, გააცამტვერა მთელი ჩემი ოცნებები, მოტეხა თავნება, გამეტიჩრებული გოგო ისე, რომ არც უხმარია არაფრისმთქმელი სიტყვები. ნელ-ნელა, მაგრამ ძირფესვიანად გადააკეთა ჩემი ღირებულებები, ჩემს კაპრიზებზე უხმოდ გაკვირვებულმა შემომხედა, ჩემი მიმალული პიროვნება დაინახა და მისი ფიქრები წაიკითხა…

შენ რომ არ ყოფილიყავი… შევძლებდი კი? მეგრძნო, რას ნიშნავს, ცხოვრობდე ნამდვილი სიყვარულით ნამდვილ ბედნიერებაში?! შენ რომ არ ყოფილიყავი, მე უბრალოდ, ვიქნებოდი ხატია სიჭინავა, რომელსაც საზოგადოება დახატული იმიჯით იცნობდა. მაგრამ დღეს ვარ ხატია სიჭინავა, რამაზ ნოზაძის ცოლი და სამი ქალიშვილის დედა. დიახ, მე შევდექი ცხოვრებაში, რადგან შენ გამოჩნდი!..“ – აღნიშნავს ხატია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები