LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია სიჭინავა მეუღლესთან ერთად ესპანეთსა და საბერძნეთში მოგზაურობს

77

ხატია სიჭინავამ მეუღლესთან ერთად გეზი ესპანეთისკენ აიღო, კერძოდ, ბარსელონაში გახლავთ დასასვენებლად. ბავშვები მათთან ერთად არ არიან, რადგან, როგორც თავად ხატიამ გვითხრა, სამოგზაუროდ ჯერ პატარები არიან. წყვილი ბარსელონადან საბერძნეთში გადაინაცვლებს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ რამაზი და ხატია კარგ დროს ატარებენ. სხვადასხვა ღირსშესანიშნაობას ათვალიერებენ და საკუთარი მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს „ფეისბუქზე“ ათავსებენ.

ხატიას ვკითხეთ, საუკეთესო შოპინგით ცნობილ ბარსელონაში თუ მოასწრო მაღაზიებში შევლა.

ხატია სიჭინავა:

კი, მოვასწარი, ოღონდ ჯერ ბავშვებისთვის შევიძინე საჩუქრები. ბარსელონაში პირველად ვართ. აქ ხუთი დღე გავჩერდებით, შემდეგ ხუთ დღეს კი საბერძნეთში გავატარებთ, სადაც ჩემი მული და სიძე შემოგვიერთდებიან.

 

11863259_982671361754813_9086731722111277739_n

11885052_982671901754759_5657289184230017219_n - Copy

11903934_982671798421436_7651995782748233001_n

 

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები