„ქალებს გვაწუხებს ის, რომ ქალებს გვკლავენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ქალებს კლავენ და ამაზე ამ ხნის განმავლობაში, არც ერთი კონკრეტული ნორმალური პოლიტიკური დოკუმენტი არ შექმნილა და პრინციპში, არც ერთი ხელისუფლების პერიოდში“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, ფემიციდი სერიოზული გამოწვევაა და ამ პრობლემაზე, სამწუხაროდ, კოლეგა მამაკაცი დეპუტატები ყურადღებას არ ამახვილებენ.
„ამ ძალიან მძიმე პრობლემაზე ჩემმა ქალმა კოლეგებმა ისაუბრეს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არ მახსენდება უმრავლესობის წევრი არც ერთი კაცი და ასევე, გულისტკივილით უნდა ვთქვა, ძალიან იშვიათად მახსენდება ოპოზიციიდან გამოსული კაცი, რომელიც ისაუბრებდა ქალების მკვლელობაზე და რა უნდა გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ ქალები აღარ მოკლან. „მოვუწოდებთ კაც პოლიტიკოსებს, აიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ“: ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს
რამდენიმე დღის წინ მოკლეს ახალგაზრდა ქალი, აჩეხეს და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას, სახელმწიფოს არ გაუკეთებია არც ერთი მინიშნებაც კი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ ძალიან მძიმე პრობლემას და გამოწვევას“. – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პროკურატურას ფემიციდთან დაკავშირებით 2023 წლის სტატისტიკა ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია.