LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა ჩვენს პარტიაში არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო ვთანამშრომლობთ

35
ხატია დეკანოიძე

„ტექნიკურ ფორმალიზება, მათ შორის ერთიანი სია ან რაღაც შერწყმა, ჩვენს პარტიაში არ განიხილება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, ოპოზიციასთან საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების საკითხის შესახებ თანამშრომლობენ.

როგორც დეკანოიძემ თქვა, გულშემატკივრობს ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს.

„2023 წლის ბოლოს შეფასება მაღალი ალბათობით იქნება ნეგატიური, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ ვერ მიიღებს“ – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„ვფიქრობ, ჯერჯერობით რაღაც ფორმალიზებაზე საუბარი ადრეა, რადგან არც მათ არ წარმოუდგენიათ კონკრეტულად ტექნიკური ფორმალიზება, მე მხედველობაში მაქვს ის სამი პარტია რომელმაც მათ შორის დააანონსეს ე.წ. საერთო სტრატეგიაზე მუშაობა, ეს ერთი.

მეორე, ძალიან ადრეა ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობა, რადგან ჯერ არჩევნებია მოსაპოვებელი. მესამე, ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა პარტიას, რომლის რეიტინგიც და ამომრჩევლის ბაზაც უნდა გაიზარდოს, რათა ჩვენს საერთო კალათაში გაცილებით მეტი ხმები მოვაგროვოთ.

მეოთხე, ჩვენ ვიყავით ავანგარდში პრეკოალიციის, რომელიც იყო 2020 და 2021 წლების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.

ზოგადად, ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პროდასავლური ოპოზიციის ამომრჩევლის ბაზა გაიზარდოს. რაც შეეხება ტექნიკურ ფორმალიზებას, მათ შორის ერთიან სიას ან რაღაც შერწყმას და ასე შემდეგ, ჩვენს პარტიაში ეს არ განიხილება, თუმცა საერთო იდეის გარშემო, მათ შორის ევროპული იდეა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ოლიგარქიის ჩამოცილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა, რომლის გარშემოც ჩვენ ვთანამშრომლობთ, ვითანამშრომლებთ და კიდევ უფრო აქტიური კოორდინაცია გვექნება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

ანრი ოხანაშვილი: ადამიანებთან, რომლებიც ფულს ოკუპანტისგან იღებენ, სადებატო არაფერი გვაქვს