ოპოზიციონერი ლიდერები შს სამინისტრომ გამოკითხვაზე დაიბარა. ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში სსკ-ის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით არიან გამოკითხვაზე დაბარებული.
სსკ-ის 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
ოპოზიციონერი ლიდერები გამოკითხვაზე 12 ივლისს, 12:00 საათზე არიან დაბარებულები.