LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატია დეკანოიძე: არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას არ ვიზიარებ

54
ხატია დეკანოიძე და ოლექსი არესტოვიჩი

„არესტოვიჩის განცხადებას ომის მუქარას არ დავარქმევდი, თუმცა, მე ნამდვილად არ ვიზიარებ და არ გავიზიარებ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით არავის მოსაზრებას“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც უკრაინას ქართველების, სომხეთისა და მოლდოვას დახსნა მოუწევს.

“დიპლომატურ-კულტურული, თუ ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის”… ნუ გავჯეჯილდებით, რომ არიქა და უკრაინის ჯარი შემოვა – როგორ აფასებენ არესტოვიჩის განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები

ხატია დეკანოიძის შეფასებით, „უკრაინის მაღალჩინოსნის მოსაზრება ალბათ უფრო ეხებოდა ზოგადად უკრაინის როლს რეგიონში, მაგრამ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების დასაბრუნებლად ძალის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.“

„ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანად, მშვიდობიანი, დასავლური და ეკონომიკური ინტეგრაციით უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები.

დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება უკრაინაში, იქნება იმის ძალიან ბევრი და დიდი შანსი, რომ ჩვენი თანამოქალაქეებთან ერთად, დავიბრუნოთ ის ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციამ, რომელიც აღიარებულია ტერორისტულ რეჟიმად, ძალით წაგვართვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დასმულ კითხვაზე, აღიქმება თუ არა არესტოვიჩის განცხადება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად, ხატია დეკანოიძემ უპასუხა:

„მე მის მოსაზრებებს ვერ გავშლი. მას თავად უნდა ჰკითხოთ, რომელსაც აქვს აზრის გამოთქმის უფლება. ასევე უნდა გვახსოვდეს, როგორ ექცევა საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება აუცილებლად მშვიდობიანად მოხდება.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების საგარეო ორიენტაციას, მას შემდეგ, რაც ისინი მხარს არ უჭერენ რეზოლუციას, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოს მოიაზრება, რა თქმა უნდა, ეს უკრაინის მიერ მტკივნეულად არის აღქმული.

მაგალითად, საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებაც ძალიან მძიმეა და დიდი დარტყმაა საქართველოს რეპუტაციისთვის, თუმცა ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

„ეს დასტურია, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მას, რუსეთში, ტერორისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან ძალიან მჭიდრო კავშირები აქვთ“ – ენმ ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის სანქციების დადებას ეხმაურება

ბერაია: არესტოვიჩი არის აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები