LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ,დიდძალი ხალხის თანდასწრებით, თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!“ – რას წერს ფოლკლორისტი ამირან არაბული

2574
BeFunky-collage (61)

გუშინ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გაირკვა, დაიღუპა 50 წლამ­დე გე­ბიშ ხან­გოშ­ვი­ლი, პან­კი­სის უხუ­ცეს­თა საბ­ჭოს წევ­რის ხასო ხან­გოშ­ვი­ლის შვი­ლი.

მარიამ კუბლაშვილი: “ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია…”

მწერალი, ფოლკლორისტი ამირან არაბული მომხდართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და წერს:

“გუშინ პანკისში, გებიშა ხანგოშვილის დაკრძალვის პარალელურად, პატიების არაორდინარული რიტუალი ჩატარდა:

ხასო ხანგოშვილმა პანკისის ხეობის თვალწინ, დიდძალი ხალხის თანდასწრებით,თავისი მემკვიდრის უნებლიე მკვლელობა აპატია მეზობელი სოფლის მცხოვრებს!

ავტომანქანის წინდაუხედავ მართვას ემსხვერპლა ხუთი შვილის მამა,სიკეთით გამორჩეული,სამაგალითო ოჯახში დაბადებული და აღზრდილი ახალგაზრდა ადამიანი…და ვინაიდან სისხლის სამართლის საქმე ბრმა შემთხვევითობად ჩათვალეს,მკვლელისა და მოკლულის მამის ხანმოკლე დიალოგმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვა წერტილი ორ გვარს შორის მტრობისა და შურისგების შესაძლო გაგრძელებას.

გულის დუღილს ცივი გონებით განსჯამ აჯობა და წესჩვეულების ხალხურმა ნორმამ უმაღლესი ჰუმანიზმის სასარგებლოდ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა…

დუისის მწუხარე,დაძაბული დღე მშვიდად დაღამდა.სამართალდამცველთა ჩაურევლად მოგვარდა ურთულესი საკითხი.

ხასო ხანგოშვილი – ქისტების ადამიანური ღირსების განმასახიერებელი უხუცესთა საბჭოს წევრი – სხვა გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა!”, – წერს ამირან არაბული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები