ხაშურში რამდენიმე წუთის წინ, ქმარმა ქუჩაში ცოლი ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევას გამვლელები შეესწრნენ. თვითმხილველების თქმით, მათ შორის ხმამაღალ შელაპარაკებას ქონდა ადგილი, რა დროსაც მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს დანა ჩაარტყა.
ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. სამართალდამცველებმა სავარაუდო დანმაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე იყო.