LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაშურში მოძრავ მატარებლებს დროებითი შეფერხება შეექმნათ – საქართველოს რკინიგზა

64

„საქართველოს რკინიგზა” მატარებლების გადაადგილების შეფერხების მიზეზს განმარტავს. როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად, დროებითი შეფერხება შეექმნათ მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს.

უწყების ცნობით, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია და მატარებლების გაშვება ხდება ეტაპობრივად. „საქართველოს რკინიგზის“ ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მოძრაობის შეფერხების შესახებ ინფორმაცია თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მგზავრებმა გაავრცელეს. შეფერხების გამო, მატარებელი ხაშურთან არის გაჩერებული. მათივე ინფორმაციით, ასევე ხაშურის ტერიტორიაზეა გაჩერებული საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მატარებელიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები