ხაშმის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარწყავი სისტემის გაწმენდითი სამუშაოები აპრილის შუა რიცხვებში დაიწყო.
როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გახდება წყალუზრუნველყოფილი.
“სოფელი ხაშმის წყალუზრუნველყოფა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ უნიკალური ჯიშის ყურძენი – ხაშმის საფერავი მოდის. სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის შუა რიცხებში დასრულდება”– განაცხადეს სამინისტროში.
2012 წლიდან კახეთის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი 6000 ჰექტრიდან 14 000 ჰექტრამდეა გაზრდილი.