„ხარკოვში ყოველდღიურად დაახლოებით 2 000 ადამიანი ბრუნდება“, – ამის შესახებ ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხალხის უზრუნველყოფა დროებითი საცხოვრებელი ფართებით მაინც მოხდეს.
„ხალხი ხარკოვში ბრუნდება. გუშინ ვესაუბრეთ უკრაინის რკინიგზას, რომელიც მატარებლების შემადგენლობებში ვაგონებს დაამატებს, რათა ლვივიდან ხარკოვში ხალხი დაბრუნდეს. ახლა ჩვენთან ყოველდღიურად დაახლოებით 2 000 ადამიანი ბრუნდება და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უნდა მოვაგვაროთ პრობლემები საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით. მეტროპოლიტენში ახლა 4 500 ადამიანი ცხოვრობს. დროებითი საცხოვრებელი ფართებით მაინც უნდა უზრუნველვყოთ ეს ადამიანები, სანამ ინფრასტრუქტურას მოვაწესრიგებთ“, – ამბობს სინეგუბოვი.