LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვში რუსულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა 13 წლის ბიჭი, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იცდიდა – დაჭრილია მისი 15 წლის დაც

137
ბიჭიი

უკრაინის ქალაქ ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 13 წლის ბიჭი დაიღუპა, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე იცდიდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული თავდასხმისას გარდაცვლილი მოზარდის 15 წლის დაც დაიჭრა.როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 20 ივლისს ხარკოვში რუსულ საჰაერო იერიშებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სარაკეტო დარტყმებისას განადგურდა ახლომდებარე მეჩეთიც.

„ეს არის ტერორის კიდევ ერთი საშინელი აქტი რუსების მხრიდან“, – დასძინა სინეგუბოვმა „ტელეგრამზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები