LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებულ 4 ქუჩას სახელები შეუცვალეს

77
quchebisaxelebi

ხარკოვში რუსეთთან დაკავშირებული ქუჩების სახელები შეცვალეს. გადაწყვეტილება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს.

სახელები გადაერქვა შემდეგ ქუჩებს:

მოსკოვის გამზირი გახდა ხარკოვის გმირების გამზირი;
ბელგოროდის დაღმართი — მაშველი გმირების ქუჩა;
ბელგოროდის გზატკეცილი — ხარკოვის გზატკეცილი;
მოსკოვის ოლქი — სალტოვსკის ოლქი.

ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა საკრებულოს შესთავაზა, შემდეგი სხდომისთვის იმ ადგილების სიის მომზადება, სადაც შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებულ ქუჩებს სახელები დაღუპული გმირების პატივსაცემად უნდა შეეცვალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები