ხარკოვში, 17 და 18 აგვისტოს საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.
განახლებულ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო პროკურატურის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სალტოვსკის რაიონში დაბომბილ კორპუსში უკვე ამოიყვანეს 16 დაღუპულის ცხედარი. სლობოდსკოის რაიონში ასევე დასრულდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, აქ მსხვერპლის რაოდენობა ხუთია“, – განაცხადა დმიტრო ჩუბენკომ.
შეგახსენებთ, ხარკოვის საერთო საცხოვრებელს რუსული რაკეტა 17 აგვისტოს მოხვდა. დარტყმამ სამსართულიანი შენობა მთლიანად გაანადგურა და დიდი ხანძარი გამოიწვია.
18 აგვისტოს რუსებმა ავიაიერიში განახორციელეს სლობოდსკოის რაიონზეც.
19 აგვისტოს ხარკოვში გლოვის დღე გამოცხადდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში