კვლევითმა ორგანიზაციამ CIES Football Observatory ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების გამოსვლის ეფექტურობისა და ხარისხის რეიტინგი შეადგინა.
სიაში შეიყვანეს ფეხბურთელები, რომლებმაც სეზონში მინიმუმ 1800 წუთი ითამაშეს. ამის გამო კლასიფიკაციაში ვერ მოხვდა პსჟ-ს ფორვარდი ნეიმარი, რომელსაც ტრავმის გამო სულ ცოტა დააკლდა – 1797 წუთი მოუგროვდა.
პირველი ადგილზე აღმოჩნდა “ბარსელონას” ფორვარდი ლიონელ მესი, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტი 92.12 ქულაა. მოქიშპე “რეალის” ლიდერი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მე-16 ადგილზეა – 88.58 ქულით.
TOP5 ჩემპიონატების ეფექტური მოთამაშეების ოცეული:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა) – 92,12
2. დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი) – 91,69
3. პაულო დიბალა (იუვენტუსი) – 91,37
4. სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი) – 90,48
5. ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი) – 90,47
6. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 90,45
7. ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი) – 90,45
8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი) – 90,14
9. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი) – 89,76
10. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) – 89,61
11. კალიდუ კულიბალი (ნაპოლი) – 89,17
12. ჰარი კეინი (ტოტენჰემი”) – 89,02
13. ხამეს როდრიგესი (ბაიერნი) – 88,97
14. ჟორჟინიო (ნაპოლი) – 88,74
15. მირალემ პიანიჩი (იუვენტუსი) – 88,67
16. კრიშტიანო რონალდო (რეალი) – 88,58
17. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი) – 88,58
18. მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი) – 88,53
19. რაულ ალბიოლი (ნაპოლი) – 88,46
20. ივან რაკიტიჩი (ბარსელონა) – 88,18