LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ: ევროკავშირის ელჩი

59
კარლ ჰარცელი

“დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ინფორმაციის ნაკადში ვიძირებით, ეს განსაკუთრებით კოვიდ -19-თან დაკავშირებულ “ინფოდემიას“ ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელის თქმით, ჟურნალისტები მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მან მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

“ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

ამასთან, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ევროკავშირი აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად. წლევანდელი თემაა ”ინფორმაცია საზოგადოებრივი სიკეთეა.”

ტრადიციისამებრ, კარლ ჰარცელმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა და  ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

“დღეს, ჩვენ, ევროკავშირის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსს ჟურნალისტიკაში უკვე მეცხრედ ვაცხადებთ. პრიზის მიზანია ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების მქონე ჟურნალისტების მხარდაჭერა და მათი დაჯილდოება.

ერთი თვის წინ მე დავაჯილდოვე ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2020 წლის პრიზის გამარჯვებულები იმ შესანიშნავი ნამუშევრებისათვის, რომლებშიც კარგად ჩანდა ქართული საზოგადოებისათვის აქტუალური და კომპლექსური თემებისა და გამოწვევების ღრმა ცოდნა”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, სამი მაისი თავისუფალი პრესის დღეა

“შევინარჩუნოთ ჟურნალისტების დამცველი საზოგადოება” – კელი დეგნანი პრესის თავისუფლების დღეს ეხმაურება