LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულში გოჭების ლომბარდის გახსნას უარყოფენ

163

ხარაგაულში, სოფელ ვარძიას რწმუნებული მზექალა გლუნჩაძე, გოჭების ლომბარდის გახსნას უარყოფს.

მზექალა გლუნჩაძე ვარაუდობს, რომ ვიღაცამ იხუმრა.

„ვიღაცამ ალბათ იხუმრა და “შაყირობს”. მეც ვნახე ეგ ფოტო. არ მეგონა, ასეთ ყურადღებას თუ მიაქცევდა ვინმე. სოფელში არც „ჟენია“ გვყავს და არც „ჟენიას ლომბარდი“ გვაქვს. მეტი ვერაფერი ნახეს? ვიღაცა “ღადაობს” ალბათ და სოფელს დასცინის. ვიღაცას მეტი ჭკუა არ ეყო? ვარძია სულ სხვა ღირებულებების სოფელია. იცით, რომელი საუკუნის ეკლესიაა ამ სოფელში?! ალბათ ფოტოშოპია, ჩვენ სოფელს კი არა, მიშას ისეთ ფოტოებს უკეთებენ და ეგ ფოტო გაგიკვირდათ?!” – განაცხადა “კვირა“-სთან სოფლის რწმუნებულმა, მზექალა გლუნჩაძემ.

გოჭების ლომბარდის გახნის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში გუშინ, დათო ჩადუნელმა გაავრცელა.

ჩადუნელის ინფორმაციით, ამ ლომბარდში, ახალი წლისთვის გოჭების “იაფად” შოვნაა შესაძლებელი.

„ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ლომბარდი გაუხსნიათ, სადაც გოჭებს ილომბარდებენ. პ.ს. ვისაც გოჭი უნდა, „იაფად“ იშოვის, საახალწლოდ ლომბარდიდან გამოიყვანს „ჩატოვილ“ გოჭებს”, – წერს ჩადუნელი.

ამ დროისთვის ჩადუნელის ეს პოსტი ფეისბუქზე აღარ იძებნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები