LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

131

ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხირიმელამ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია.  სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები