სიახლე ხარაგაული ლაშეს მონაკვეთზე. მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში ერთ ლიანდაგიანი ხაზის ნაცვლად მატარებლები უახლოეს მომავალში ორ ლიანდაგიან ხაზზე იმოძრავებენ.
“საქართველოს რკინიგზის” ცნობით, 4 კილომეტრ ნახევრიან მონაკვეთზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ხარაგაულიდან ლაშეს მიმართულებით, კილომეტრზე მეტი უკვე ორ ლიანდაგიანია.
საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებასა და ტვირთების გამტარიანობას შეუწყობს ხელს.