დიდ დიღომში გაჩენილი ხანძრის დროს გადარჩენილი ლეკვები პატრონს დაუბრუნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ,” – წერს მიშა ფეიქრიშვილი.
თბილისში, დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. დამწვარია 1 800კვ/მ ფართობი. მეხანძრე მაშველებმა შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს 1 ადამიანი, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს ადგილზე იმყოფებოდა.