LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის ზონაში მცხოვრებ მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება

74

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ ხანძრის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის მუშაობაში მონაწილეობს.  

მინისტრის განცხადებით- ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელი 300 მმ-იან გაზსადენი, რომელიც ხანძრის ზონიდან დაახლოებით 4 კმ-ის დაშორებით მდებარეობს შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

ხანძრის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის გაზმომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ასევე,  შეუფერხებლად  მიეწოდება ელექტროენერგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები