ლონდონში, გრენფელ თაუერში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში 24 ადამიანი გადის მკურნალობას, მათგან 12-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
ადგილობრივი პოლიციის თქმით, 30 ცხედარი მორგში გადაასვენეს, თუმცა შენობაში კვლავ არიან გარდაცვლილები.
„სამწუხაროდ, აღარ ველით გრენფილ თაუერში ცოცხალი ადამიანების პოვნას,“ – ამბობენ პოლიციაში.
რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერ-ჯერობით ცნობილი კვლავ არ არის და გამოძიებას, სავრაუდოდ, რამდენიმე კვირა დასჭირდება.