60 ადამიანზე მეტი დაღუპული და 40 დაშავებული – ბანგლადეშის დედაქალაქში ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და მაშველები. შენობაში დარჩენილი მოქალაქეების ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ცნობით, შენობაში, სადაც ხანძარი გაჩნდა, ქიმიური ნივთიერებების საწყობი იყო განლაგებული.
ხანძარი დაკაში მდებარე ხუთსართულიან შენობაში გუშინ საღამოს გაჩნდა და გვერდით მდებარე სახლებზე მალევე გავრცელდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხანძრის მიზეზი შესაძლოა, შენობასთან ახლოს გაჩერებულ ავტომობილში გაზის ავზის აფეთქება ყოფილიყო.