LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძრის ქრობისას მეხანძრე დაიღუპა

243
xanZari
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური​ ერთ-ერთი მეხანძრე-მაშველის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
შემთხვევა დღეს, ბათუმში მოხდა.

მათი ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.

“სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები