დიდუბეში ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო ეკიპაჟი ადგილზე რჩება და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები..
უწყების ცნობით დამწვარია 1000 კვ მეტრ ფართობზე განლაგებული სასაწყობე ფართი, რომელშიც საღებავები ინახებოდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ხანძარი აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა.