ხანძარია ამ წუთებში თუშეთში, სოფელ თვალივთან ახლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც, რამდენიმე დღის წინ ცეცხლის კერა გაჩნდა.
როგორც სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ლედი ოქროპირიძემ, “ფორტუნასთან” განაცხადა, ცეცხლი ბალახს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადა, ხანძრის ლოკალიზება ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.