საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში გაჩენილი ტყის ხანძრის გამო, ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძარი გუშინ, ტულონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ერთ-ერთი ავტომაგისტრალის მახლობლად გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია ტერიტორიის 5 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი და დაზიანებულია 100-მდე სახლი.
ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ასობით მეხანძრე-მაშველი.
პრეფექტურაში აცხადებენ, რომ საჭირო გახდა ვარის დეპარტამენტის ევაკუაცია და სოფლების მოსახლეობის გაყვანა. ასევე ევაკუირებულია გრიმოდის, ლა მალისა და სენ ტროპეს შემოგარენი.
მედიაში განახლებადი ინფორმაციით, 700-750 მეხანძრე-მაშველი კვლავ მუშაობს კერების ჩასაქრობად.
დილის 11:00 საათისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ ხანძარი ახლა კონტროლს ექვემდებარება და მისი გავრცელება შეზღუდულია.