“პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხანძარი ლოკალიზებულია,” – ამის შესახებ “ფორტუნას” სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ლედი ოქროპირიძემ, განუცხადა.
მისივე თქმით, ცეცხლი ხმელ ბალახს და ბუჩქნარს მოეკიდა, დამწვარია, დაახლოებით, ნახევარი ჰექტარი ტერიტორია.
ცოტახნის წინ პანკისის მკვიდრმა, ლუიზა მუთოშვილმა, სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცეცხლი ტყისკენ მიიწევდა.